putkari@gmx.com

თქვენ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ თემებს " ბლოგში ", და გამოთქვათ თქვენი მოსაზრება.

            პრობლემები მეფუტკრეობაში

   ფუტკარი დედამიწის გაცილებით ადრეული ბინადარია, ვიდრე ადამიანი, მას, როგორც ბიოლოგიურ ინდივიდს, გამოვლილი აქვს უამრავი კლიმატური და ეკოლოგიური ცვლილებები დედამიწის ისტორიაში. ადამიანმა შესწორებები შეიტანა მის ცხოვრებაში შეეცადა მოეშინაურებინა და ამუშავებს და აცხოვრებს ფუტკარს ისე , როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. ფუტკრის ოჯახის ჰარმონიაში ადამიანის ჩარევის შედეგი სავალალოა. ფუტკარი გადაშენების გზას ადგას. ის ხომ ყოველთვის დამოუკიდებლად ახერხებდა დაავადებებისგან თავის დაღწევას და ბიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას. დღეს კი ცნობილია რომ შინაური ფუტკარი ველურ პირობებში ვეღარ ხარობს. მას მუდმივი მოვლა და მკურნალობა სჭირდება. მეორეს მხრივ ქიმიით და ანტიბიოტიკებით გადატვირთული მწერის არსებობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.

 

 

 

 

.